საუბრები მუზეუმზე
პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გააცნონ სამუზეუმო მიმართულებები ზოგად ჭრილში, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია მუზეუმების შექმნის შესახებ მსოფლიოში. პროგრამის შექმნა ძირითადად დამოკიდებულია მისი საჭიროების სწორად აღსაქმელად ახალგაზრდებში, რადგან ისინი პრეზენტაციის მსვლელობისას მიმოიხილავენ ძირითად მოტივებს თუ რა გახდა მიზეზი მუზეუმის შექმნის და დღეს რა მიზანს ემსახურება. სამუზეუმო საქმიანობის გაცნობით, აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას მუზეუმებში საგანმანათლებლო პროგრამების არსებობისთვის.შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მუზეუმი საგანმანათლებლო პროგრამების გარეშე. ეს მიმართულება აღარ მოიაზრება მუზეუმის საქმიანობის დამატებით სეგმენტად, არამედ მან უკვე ძირითადი ფუნქცია შეიძინა, რადგან მუზეუმი თავისი არსით სწორედ საგანმანათლებლო სივრცედ მოიაზრება.
პროგრამა განკუთვნილია: V-X კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 50 - 60 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
საკონტაქტო პირი : ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25
პროგრამის კოორდინატორი - მეგი ტეტემაძე